ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როცა ოჯახის სამი თაობა – ბაბუა, მამა და შვილიშვილი – მანქანების სიყვარულმა და ერთიანმა ხედვამ გააერთიანა. თავიდან ისინი მხოლოდ ავტომობილების ჩამოყვანასა და სამღებრო სამუშაოებს ეწეოდნენ, მაგრამ ოცნება ყოველთვის უფრო დიდი ჰქონდათ: შეექმნათ სერვის ცენტრი, სადაც ხარისხი, სანდოობა და პროფესიონალიზმი ერთ სივრცეში გაერთიანდებოდა.
წლებთან ერთად გამოცდილება დაგროვდა, ტექნოლოგიები დაიხვეწა და ბიზნესი გაიზარდა. დღეს, ქობულეთში ჩვენი ავტოსერვის ცენტრი წარმოადგენს მრავალპროფილურ ჰაბს, რომელიც მომხმარებელს სრულყოფილ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სერვის ბოქსები, თითოეული სპეციალიზებული კონკრეტული სამუშაოსთვის, რაც პროცესს უფრო სწრაფსა და ეფექტურს ხდის.
სერვის ცენტრი, რომლის მასშტაბი რეგიონში უნიკალურია, აღჭურვილია უახლესი დანადგარებითა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი ავტოპროგრამებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი მომსახურება შევთავაზოთ.
ჩვენი ისტორია არ შემოიფარგლება მხოლოდ მანქანებით – ეს არის ბიზნესის განვითარებისა და ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი პროცესი. წლებით დაგროვილი გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და სანდო მომსახურება გვაძლევს შესაძლებლობას, შევთავაზოთ მომხმარებლებს პროფესიონალური ავტოსერვისი ერთ სივრცეში.
AUTO ROOMS Service-ის მისიაა შექმნას მაღალი ხარისხის, სანდო და თანამედროვე ავტოსერვისი, სადაც ყოველი მომხმარებელი იღებს ინდივიდუალურ მიდგომას, პროფესიონალურ მომსახურებას და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.
ჩვენი მიზანია, გავამარტივოთ ავტომობილის მოვლის პროცესი, უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და კომფორტი, რათა ჩვენს მომხმარებლებს გზაზე მშვიდად და თავდაჯერებულად მოძრაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.